3 კვირის და 1 დღის წინ
6-კაციანი სია ცნობილია - "ბარსა" ჩავის შემცვლელს ეძებს
6-კაციანი სია ცნობილია - "ბარსა" ჩავის შემცვლელს ეძებს

Mundo Deportivo-მ "ბარსელონას" მომდევნო მთავარი მწვრთნელობის კანდიდატების შესახებ დაწერა. კატალონიური გამოცემის ცნობით, "ბლაუგრანასთვის" სასურველი სპეციალისტების ჩამონათვალი შემდეგნაირად გამოიყურება:

მიკელ არტეტა (არსენალი)

ჩაბი ალონსო (ბაიერ ლევერკუზენი)

რობერტო დე ძერბი (ბრაიტონი)

ლუის ენრიკე (პსჟ)

ჰანსი ფლიკი (უგუნდოდ)

უნაი ემერი (ასტონ ვილა)

MD წერს, რომ სერჟიო კონსეისაუს (პორტუ), მიჩელსა (ჟირონას) და იმანოლ ალგუასილს (რეალ სოსიედადი) "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ჩაბარების მცირე შანსი აქვთ. განსაკუთრებით მოულოდნელი ეს "დრაკონების" თავკაცთან მიმართებაში გახლდათ, რადგან პრესაში აქტიურად იწერებოდა, რომ კონსეისაუს "ბარსას" სპორტული დირექტორი, დეკუ ლობირებდა.

ცნობისთვის, ჩავი თანამდებობას სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. ამის შესახებ მან 27 იანვარს გამოაცხადა.


Facebook კომენტარები