logo

ზუსტად 3 წლის წინ - მასკერანოს ერთადერთი გოლი "ბარსელონაში" [ვიდეო]

დღეს ზუსტად 3 წელი გავიდა იმ მომენტიდან, როცა "ბარსელონას" არგენტინელმა უნივერსალმა, ხავიერ მასკერანომ თავისი ერთადერთი გოლი შეაგდო ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით.

ვეტერანი ფეხბურთელი მაშინ "ბლაუგრანაში" "ლივერპულიდან" უკვე 7 წლის გადასული იყო, თუმცა მეტოქის კარში გატანა ჯერ ვერ მოეხერხებინა, განსხვავებით საკუთარი კარის აღებისგან, რომელიც მასკემ სულ 5-ჯერ შეძლო.

არგენტინელს დამხობილი ჰქონდა მიხაელ რაიციგერის რეკორდიც, ვინც ხავიერამდე იყო ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსაში" ყველაზე მეტი მატჩი ჩაეტარებინა უგოლოდ.

ეს ნავსი მასკერანომ 2017 წლის 26 აპრილს, "ოსასუნასთან", ლა ლიგის შეხვედრაში გატეხა, როცა მეტოქის კარში დანიშნული პენალტი გამოიყენა. ის ჯახი კატალონიელებმა გამანადგურებელი სხვაობით, ანგარიშით, 7:1 მოიგეს.

1 თვის წინ
167 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1015
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ