3 წლის და 2 თვის წინ
შეხვდნენ თუ არა მესი და ლაპორტა პარიზში - რა ჩანს ვიდეოში
შეხვდნენ თუ არა მესი და ლაპორტა პარიზში - რა ჩანს ვიდეოში

როგორც მოგეხსენებათ, პარიზში გუშინ ფიფას დაჯილდოების ცერემონია შედგა, სადაც 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელი, მეკარე და მწვრთნელი გამოავლინეს. პრიზები გაიცა სხვა ნომინაციებშიც.

დაჯილდოებაზე იმყოფებოდა "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოან ლაპორტაც. ჟოანმა ახლოდან მიადევნა თვალი თუ როგორ დაასახელეს წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად "ბარსელონა ფემენის" ესპანელი თავდამსხმელი ალესია პუტელიასი.

პუტელიასის ტრიუმფი სასიამოვნოა, თუმცა "ბლაუგრანას" ქომაგები ყველაზე მეტად იმას ელოდებოდნენ, გადაიკვეთებოდა თუ არა ლაპორტასა და ლეო მესის გზები პარიზში.

სოციალურ ქსელში გავრცელდა კიდეც ფოტო, სადაც ჩანს, რომ ოქროს ბურთის შვიდგზის მფლობელი "ბარსას" პრეზიდენტს ხელის ჩამორთმევით მიესალმა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ფოტოზე გამოსახული პიროვნება ლაპორტა არ არის. ამას ეს ვიდეოც ადასტურებს.

ფრანგული გამოცემები იუწყებიან, რომ გუშინ ლაპორტასა და ლეოს შეხვედრა არ შემდგარა. "ბლაუგრანას" პრეზიდენტმა მესის გამარჯვება ტვიტერზე მიულოცა:

"გილოცავ, ლეო მესი! ახალი და დამსახურებული აღიარება შენი ლეგენდარული კარიერისა. კულეები ყოველთვის ვიამაყებთ, რადგან შენ ჩვენი ისტორიის ნაწილი ხარ."


Facebook კომენტარები