1 წლის და 9 თვის წინ
ბერნარდუ ოცნებად რჩება - SPORT "ბარსელონას" სამიზნეებზე წერს
ბერნარდუ ოცნებად რჩება - SPORT "ბარსელონას" სამიზნეებზე წერს

ესპანურმა გამოცემა SPORT-მა გვამცნო, რომ "ბარსელონა" 2 ყოფილი სამიზნისადმი ინტერესს კვლავ ინარჩუნებს.

საუბარია ბერნარდუ სილვასა და ტომას მუნიეზე, რომელთა დამატებას "ლურჯ-ბროწეულისფერნი" უკანასკნელი 2 სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს.

წყაროს თანახმად, სილვა ისევ რჩება "ბარსას" საოცნებო ტრანსფერად, მაგრამ კლუბს სახელფასო ჭერში თითქმის არ აქვს ადგილი, რათა მსგავსი მასშტაბის ვარსკვლავი დაიტოვოს.

"ბლაუგრანას" ამოცანას არ უიოლებს არც ის, რომ პორტუგალიელ ნახევარმცველს "მანჩესტერ სიტიდან" აბარგება უნდა.

რაც შეეხება მუნიეს, "ბარსასთვის" იგი დაცვის მარჯვენა ფრთის გაძლიერების ვარიანტია. კატალონიურ გრანდს ბელგიელ ფლანგელზე დადებითი ცნობები აქვს როგორც სპორტული, ასევე პიროვნული კუთხით. "ბორუსია დორტმუნდს" ტომასი შეღავათიან ფასად დატოვებს.

SPORT-ის თქმით, მარჯვენა მცველის პოზიციაზე "ბლაუგრანასთვის" უფრო სასურველი კანდიდატები ხუან ფოიტი (ვილიარეალი) და ბენჟამინ პავარი (ბაიერნი) არიან, მაგრამ მათი მაღალი ღირებულება ამ ტრანსფერების განხორციელების შანსს მინიმუმამდე ამცირებს.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ბერნარდუს ანგარიშზე 3 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა, მუნიემ კი სულ 1 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები