"ბარსელონა" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ლისაბონის "სპორტინგის" მესაჭეს, რუბენ ამორიმს განიხილავს, - იუწყება Esport3.
"ლურჯ-ბროწეულისფერთა" გაწვრთნით თავად პორტუგალიელი სპეციალისტიც დაინტერესებულია, მაგრამ პრობლემას ის ქმნის, რომ "ლომებისგან" მისი კონტრაქტის გამოსყიდვა 30 მილიონი ევრო დაჯდება.
არადა, ამორიმი "ბლაუგრანასთვის" სასურველი პროფილის მწვრთნელია.
რუბენის საყვარელი ფორმაცია 3:4:3 გახლავთ, იგი აკადემიის აღზრდილებს ენდობა და შემტევი ფეხბურთის მქადაგებელია. "სპორტინგს" პორტუგალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 მატჩში 53 გოლი აქვს გატანილი, რაც ტურნირის საუკეთესო შედეგია.
უნდა ვივარაუდოთ, რომ 39 წლის მწვრთნელის კანდიდატურას "ბარსას" სპორტული დირექტორი, დეკუ დაუჭერს, რომელიც მისი თანამემამულეა.
ცნობისთვის, "სპორტინგში" ამორიმს პორტუგალიის ჩემპიონატი ერთხელ აქვს მოგებული, ხოლო პორტუგალიის თასი - ორჯერ.