2 კვირის და 6 დღის წინ
დეკუ სამიზნეს დაუკავშირდა - რა შემთხვევაში შედგება ტრანსფერი
დეკუ სამიზნეს დაუკავშირდა - რა შემთხვევაში შედგება ტრანსფერი

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" სატრანსფერო ბაზარზე დაცვითი ფუნქციების შემსრულებელ ნახევარმცველს უკვე დიდი ხანია ეძებს. გუნდი ამ პრობლემის გადაჭრას გასულ ზაფხულს ორიოლ რომეუს შეძენით ეცადა, თუმცა გამოჩნდა, რომ ამ გზამ ვერ გაამართლა.

SPORT-ის ინფორმაციით, "ბლაუგრანას" სპორტული დირექტორი, დეკუ აქცენტს "ევერტონის" ბელგიელი შუახაზელის, ამადუ ონანას დამატებაზე გააკეთებს.

წყაროს თანახმად, დეკუ 22 წლის ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა. "კანფეტები" ონანაში 60 მილიონ ევროს ითხოვენ, მაგრამ "ბარსას" ამხელა თანხის გადახდა არ შეუძლია. 

პორტუგალიელს ამადუსთვის უთქვამს, რომ თუ "ევერტონი" მის 40 მილიონ ევროდ გაყიდვაზე თანახმა იქნება, "ბარსელონა" ოფიციალურ შეთავაზებას გააკეთებს.

"ბარსელონას" სატრანსფერო ბრძოლაში დიდი კონკურენცია ელის, რადგან ბელგიელს "არსენალსა" და "მანჩესტერ იუნაიტედსაც" უკავშირებენ.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში ამადუმ 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.


Facebook კომენტარები