ლა ლიგის 24-ე ტურის ცენტრალური მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" შედგა, სადაც სატურნიო ცხრილის პირველადგილოსანმა "რეალმა" მეორეადგილოსან "ჟირონას" გადაურბინა, ანგარიშით 4:0.
"სამეფო კლუბთან" "ბარსელონას" ჩამორჩენა ახლა 11 ქულას შეადგენს და მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებს ხვალ თავიანთი შეხვედრა სათამაშო აქვთ, სხვაობა მათ მიერ "გრანადას" დამარცხების შემთხვევაშიც კი სერიოზული იქნება.
ბევრმა უკვე ჩათვალა, რომ "ბლაუგრანას" საჩემპიონო შანსები მიზერულია და ალბათ, ასეც არის, თუმცა სანამ თეორიული შანსი იარსებებს, ჩავის გუნდი ბრძოლას გააგრძელებს. "ლურჯ-ბროწეულისფერთ" გასაჩემპიონებლად ახლა შემდეგი სცენარის რეალობად ქცევა დასჭირდებათ:
- "ბარსელონამ" დარჩენილი 15-დან 15-ვე მატჩი უნდა მოიგოს (მათ შორის "რეალთან", "ატლეტიკოსთან" და "ჟირონასთან").
- "რეალმა" სულ მცირე 3 მატჩი უნდა წააგოს ("კლასიკოს" ჩათვლით) და ეს იმის გათვალისწინებით, რომ მათ "ატლეტიკოსთან" და "ჟირონასთან" უკვე ნათამაშები აქვთ.
- "ჟირონამ" სულ მცირე 1 მატჩი უნდა წააგოს ("ბარსასთან") და 1 ფრედ ითამაშოს.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მოხდენის ალბათობა საკმაოდ მცირეა, მაგრამ "ბარსელონას" საკუთარი მატჩების მოგება და ლოდინიღა დარჩენია. ცნობისთვის, "გრანადასთან" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.