3 წლის და 2 თვის წინ
"ბარსა" პედრის გუნდია - სტატისტიკა, რომელიც ბევრ რამეს ამბობს
"ბარსა" პედრის გუნდია - სტატისტიკა, რომელიც ბევრ რამეს ამბობს

"ბარსელონამ" გასულ უქმეებზე სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა და "ალმერიასთან" დამარცხდა. ამას წინ უძღოდა "მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგება და ევროპა ლიგიდან გავარდნა.

აშკარაა, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" ისე ვეღარ თამაშობენ, როგორც თუნდაც რამდენიმე კვირის წინ. ერთ-ერთ მიზეზად საკადრო პრობლემები უნდა მივიჩნიოთ. ჩავი ერნანდესის გუნდს ტრავმირებულები უხვად ჰყავს, თუმცა პედრი გონსალესის დანაკლისი ყველაზე მნიშვნელოვანია.

"ბლაუგრანას" რვიანის არყოფნა კატალონიელთათვის რამდენად მტკივნეულია, ამაზე ოპტას სტატისტიკაც მეტყველებს.

როგორც ირკვევა, 2020/2021 წლების სეზონიდან მოყოლებული, რომელიც პედრისთვის სადებიუტო იყო ლა ლიგაში, "ბარსამ" გონსალესთან ერთად პრიმერაში ჩატარებული მატჩების 73% მოიგო (70 მატჩი, 51 მოგება, 11 ფრე, 8 წაგება).

შედარებისთვის, "ბლაუგრანას" პედრის გარეშე ჩატარებული შეხვედრების მხოლოდ 45% აქვს მოგებული (29 მატჩი, 13 მოგება, 8 ფრე, 8 წაგება).

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ესპანელის დაბრუნებას 19 მარტს გასამართი "ელ კლასიკოსთვის" ვარაუდობენ.


Facebook კომენტარები