2 კვირის და 5 დღის წინ
“ეს არ არის საკმარისი” - ჩავი მატჩის შემდეგ
“ეს არ არის საკმარისი” - ჩავი მატჩის შემდეგ

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ლა ლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში “გრანადას” დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ “ლურჯ-ბროწეუოისფერების” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

“ჩვენ მატჩის მოსაგებად არაერთი შანსი გვქონდა. ჩვენ გავიტანეთ მეორე გოლი, რასაც ყველაფერი უნდა შეეცვალა. ჩვენ დავუშვით შეცდომები, რასაც ვერ გავექცევით. მე ვულოცავ გრანადა კარგ მატჩს. ლა ლიგის პირველადგილოსანთან სხვაობა ძალიან დიდია, თუმცა არაფერია გამორიცხული. ამ მატჩამდე ლა ლიგის მოგება ძალიან რთული იყო, თუმცა შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა. ჩვენ ფაქტობრივად მათ ვაჩუქეთ მომენტები. გუნდს აქვს რწმენა, გამბედაობა და სურვილი, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ჩვენ შეგვეძლო “ჟირონას” მივახლოვებულიყავით და სატიტულო ბრძოლაში დავრჩენილიყავით, მაგრამ ყველაფერი გართულდა”. - განაცხადა ჩავიმ.

ცნობისთვის, “ბარსელონა” ცხრილის ლიდერს, მადრიდის “რეალს” 10 ქულით ჩამორჩება.


Facebook კომენტარები