1 წლის და 10 თვის წინ
"ბარსელონაში" ყველა დაიღალა - ჩავი გაშვების ზღვარზეა
"ბარსელონაში" ყველა დაიღალა - ჩავი გაშვების ზღვარზეა

"ბარსელონამ" ლა ლიგის 24-ე ტურში ქულები სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე მყოფ "გრანადასთან" დაკარგა. კატალონიელები საერთოდ აგებდნენ, თუმცა ქულა ლამინ იამალის მიერ შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლით გადაარჩინეს.

ჩავი ერნანდესს ნათქვამი აქვს, რომ გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაზაფხულს კატალონიური გრანდი შეიძლება სულ სხვა მწვრთნელით შეხვდეს.

Diario AS-ის თქმით, კლუბში ახლა აღარავინაა დარწმუნებული, რომ ჩავი თანამდებობას სეზონის დასრულებამდე შეინარჩუნებს.

რაც არ უნდა მოხდეს ლა ლიგის შემდეგ მატჩში, "სელტას" წინააღმდეგ, "მაესტრო" პოსტზე დარჩება, მაგრამ მისთვის საბედისწერო შეიძლება "ნაპოლისთან" ფეხის დაცდენა გამოდგეს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი შეხვედრის წაგება 44 წლის სპეციალისტისთვის გამოტანილი განაჩენი იქნება.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" ისიც იციან, რომ თუ მოვლენები ასე განვითარდა, ივლისამდე გუნდს რაფა მარკესი უხელმძღვანელებს..

"ჟოან ლაპორტა ჩავის ჯერ კიდევ ენდობა, მაგრამ იგი დაღლილობის ნიშნებსაც აჩვენებს. მისი მრჩევლები და ნდობით აღჭურვილი პირები უკვე დიდი ხანია მოუწოდებენ, მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით რადიკალური ნაბიჯი გადადგას," - წერს Diario AS.

აქვე შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "ბარსელონას" პირველ ჯახს "დიეგო არმანდო მარადონა" 21 თებერვალს უმასპინძლებს.


Facebook კომენტარები