1 წლის და 4 თვის წინ
"ბარსაში" ალონსოზე ოცნებობენ - რისი იმედი აქვთ კლუბში
"ბარსაში" ალონსოზე ოცნებობენ - რისი იმედი აქვთ კლუბში

"ბარსელონას" ხელმძღვანელობის ზოგიერთი წევრი გუნდის მთავარ მწვრთნელად ჩაბი ალონსოს ხილვაზე ოცნებობს, - იუწყება SPORT.

"ლურჯ-ბროწეულისფერთ" ახალგაზრდა სპეციალისტის სათამაშო სტილი ძალიან მოსწონთ.

გარდა ამისა, "ბარსაში" იმასაც იაზრებენ, რომ ალონსოს მათთან ყოფნა მადრიდის "რეალში" ძალიან გააბრაზებთ, რადგან ჩაბი "სამეფო კლუბის" ღირსებას იცავდა.

სწორედ ალონსოს მადრიდული წარსულიდან გამომდინარე, მის მიერ "ბლაუგრანას" ჩაბარება ბევრს ვერ წარმოუდგენია, თუმცა ისიც სათქმელია, რომ ჩაბის კატალონიელებთანაც საკმარისად ბევრი საერთო აქვს.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩაბიმ მთელი ბავშვობა ბარსელონაში გაატარა, რადგან მამამისი სწორედ "ბარსას" ღირსებას იცავდა.

კატალონიაში ახლა იმის იმედი უნდა ჰქონდეთ, რომ ალონსოს ბავშვობის მოგონებები გადასძალავს, თუმცა, ცხადია, ამის ალბათობა მაინც მცირეა. ჩაბის მომავალი კლუბობის ყველაზე დიდი შანსი ახლა "ლივერპულს" აქვს.

შეგახსენებთ, რომ ალონსოს "ლევერკუზენს" მიმდინარე სეზონში ერთი მატჩიც წაუგია. "ფარმაცევტები" ბუნდესლიგას ლიდერობენ და "ბაიერნს" 5 ქულით უსწრებენ.


Facebook კომენტარები