5 თვის წინ
ტუხელი "ბარსაზე" დაფიქრდება - რა არის ამისთვის საჭირო
ტუხელი "ბარსაზე" დაფიქრდება - რა არის ამისთვის საჭირო

Diario SPORT ირწმუნება, რომ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელობის კანდიდატთა სიას მიუნხენის "ბაიერნის" ამჟამინდელი მესაჭე, თომას ტუხელი შეუერთდა.

რამდენიმე კვირის წინ გერმანელი სპეციალისტის "ბლაუგრანაში" ხილვა თითქმის გამორიცხული გახლდთ, მაგრამ ახლა გაჩნდა შეგრძნება, რომ ტუხელის დათანხმება შეიძლება მოხერხდეს კიდეც.

49 წლის მწვრთნელი ყოველთვის ღიად გამოხატავდა, რომ ესპანური კლუბის გაწვრთნა სურდა, ეს კი "ბარსასთვის" უპირატესობაა.

წყაროს თანახმად, თუ "ბლაუგრანა" ტუხელს უმაღლესი დონის პროექტს წარუდგენს, შანსი იმისა, რომ მან იგი სერიოზულად განიხილოს, ძალიან დიდია.

ცნობისთვის, თომასს "რეკორდმაისტერში" საქმეები არც ისე კარგად მისდის. მიმდინარე სეზონში მისი გუნდი უკვე გამოვარდა გერმანიის თასიდან, ბუნდესლიგაში კი ლიდერ "ლევერკუზენს", რომელთანაც ბოლო ტურში უშანსოდ წააგო, 5 ქულით ჩამორჩება.


Facebook კომენტარები