9 თვის და 2 კვირის წინ
"ბარსელონამ" დე იონგს ფასი დაადო
"ბარსელონამ" დე იონგს ფასი დაადო

ფრენკი დე იონგს "ბარსელონას" საკონტრაქტო შეთავაზებაზე პასუხი ისევ არ გაუცია, - იუწყება Mundo Deportivo.

თუ ნიდერლანდელ ნახევარმცველს ხელშეკრულების გახანგრძლივება უნდა, ეს კლუბში დაამშვიდებდათ, ხოლო თუ საქმე სხვანაირადაა, ფრენკიმ ამაზეც რაც შეიძლება მალე უნდა განაცხადოს. 

დე იონგის მოქმედ კონტრაქტს ვადა 2026 წლის ივლისში ეწურება. ცხადია, თუ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" 2025 წლის ზაფხულსაც ამ მოცემულობით შეხვდნენ, მათი პოზიციები შესამჩნევად იქნება დასუსტებული.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანაში" ფრენკის შენარჩუნება სურთ, მაგრამ თუ ნახევარმცველმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, მისი გაყიდვა სავსებით რეალური იქნება.

Mundo Deportivo წერს, რომ 26 წლის ვარსკვლავს "ბარსა" 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა.

კატალონიურ გრანდში ფიქრობენ, რომ იმ თანხების ფონზე, რასაც სხვა კლუბები სხვა ნახევარმცველებში იხდიან, ფრენკის 100 მილიონად დაფასება ადეკვატურია. მაგალითად "ბარსა" ლონდონის "ჩელსის" მიერ მოიზეს კაისედოს 115 და ენცო ფერნანდესის 121 მილიონ ევროდ ყიდვას იშველიებს.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 23 მატჩში დე იონგმა 1 გოლი მიითვალა.


Facebook კომენტარები