ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონას" ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველის დამატება იქნება. SPORT-ის ინფორმაციით, ასეთ შუახაზელს კლუბი აუცილებლად გაიფორმებს.
"ბლაუგრანას" სპორტულ დირექტორს, დეკუს უკვე ჰყავს თავისი ფავორიტი აღნიშნულ პოზიციაზე. იგი "ევერტონის" ბელგიელი ფეხბურთელი, ამადუ ონანაა.
წყაროს თანახმად, "ბარსა" 22 წლის ნახევარმცველში 40 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ გეგმავს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანსფერის განხორციელებას "ევერტონის" პრემიერ ლიგიდან გავარდნა ძალიან წაადგებოდა. "კანფეტები" ახლა გასავარდნ ზონაში არიან, რაც კატალონიელებს ოპტიმიზმის საფუძველს აძლევთ.
Mundo Deportivo-ს თუ დავუჯერებთ, ონანათი ლონდონის "ჩელსიცაა" დაინტერესებული. "არისტოკრატები" 70 მილიონ ევროს იხდიან.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში ამადუმ 2 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.