3 წლის და 2 თვის წინ
"ეს როგორ გავაკეთო?" - რა აწუხებდა ჩავის "მანჩესტერთან" მატჩამდე
"ეს როგორ გავაკეთო?" - რა აწუხებდა ჩავის "მანჩესტერთან" მატჩამდე

ჟურნალისტმა ჟოან ფონტესმა "ვილიარეალსა" და "ბარსელონას" შორის გამართული მატჩის შემდგომ მომხდარი საინტერესო შემთხვევის შესახებ გვიამბო.

წყაროს თანახმად, "ყვითელი წყალქვეშა ნავის" გოლკიპერმა პეპე რეინამ "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს, ჩავი ერნანდესს ევროპა ლიგის შესახებ ჰკითხა.

"ბლაუგრანას" თავკაცმა ვეტერან გოლკიპერს შემდეგნაირად უპასუხა:

"როგორ უნდა მივცე ლევანდოვსკის საიმისო მოტივაცია, რომ ეს ტიტული მოიგოს?"

"მაესტროს" შიში გამართლდა - მართალია, პოლონელმა გოლეადორმა "მანჩესტერ იუნაიტედს" "ოლდ ტრაფორდზე" გაუტანა, თუმცა კატალონიური გრანდი ევროპა ლიგას მაინც გამოეთიშა.

"ბარსა" უეფას რანგით მეორე ტურნირზე ზედიზედ მეორე სეზონია წარუმატებლად გამოდის. თუ გუნდმა შარშან ასპარეზობა მეოთხედფინალში დაასრულა, წელს წინასაფლეიოფო ეტაპსაც კი ვერ გაცდა.


Facebook კომენტარები