1 წლის და 10 თვის წინ
უცნობი ისტორია! - “ბარსელონამ” სერიოზულ შეთავაზებაზე უარი თქვა
უცნობი ისტორია! - “ბარსელონამ” სერიოზულ შეთავაზებაზე უარი თქვა

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელს, რონალდ არაუხოს მთელი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში “ბაიერნს” უკავშირებდნენ.

გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ჟერარ რომეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონამ” “რეკორდმაისტერის” 75 მილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა.

“ლურჯ-ბროწეულისფერები” 24 წლის ფეხბურთელს ხელშეუხებლად მიიჩნევენ და მისი გაყიდვა არავითარ შემთხვევაში არ სურთ.

ცნობისთვის, არაუხომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.


Facebook კომენტარები