3 წლის და 2 თვის წინ
ითამაშებს თუ არა ფატი "რეალთან" - ახალი ცნობები
ავტორი
Aa
ანსუ ფატიმ "ბარსელონას" კიდევ ერთი სავარჯიშო სერია გამოტოვა და მუხლის ტრავმა ჯერ სრულად არ მოუშუშებია, - იუწყება ადრია ალბეტსი.
Carrusel Deportivo-ს ჟურნალისტის ინფორმაციით, 20 წლის თავდამსხმელი ხუთშაბათს გასამართი "ელ კლასიკოსთვის" მაინც მზად იქნება.
ფატი ცდილობს რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს, რათა ჩავი ერნანდესის ხელში არსებული ისედაც მწირე რესურსი კიდევ უფრო არ შემცირდეს.
შეგახსენებთ, რომ "რეალთან" მატჩში კატალონიურ გრანდს რობერტ ლევანდოვსკი, პედრი გონსალესი და უსმან დემბელე დააკლდებიან. სასტარტო შემადგენლობაში ესპანური პრესა ფერან ტორესსა და რაფინიას ელოდება.
კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა ხუთშაბათს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
7 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
7 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი