logo

სეტიენის მიუხედავად საუბარი მაინც ჩავიზეა - რამდენად რეალურია ესპანელის ზაფხულში დაბრუნება?

სეტიენის მიუხედავად საუბარი მაინც ჩავიზეა - რამდენად რეალურია ესპანელის ზაფხულში დაბრუნება?

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" ერნესტო ვალვერდე აღარ გაწრთვნის.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ახალი დამრიგებელი კიკე სეტიენია.

გასული დღეების მითქმა-მოთქმის გამო "ბარსას" გულშემატკივრები ჩავის ელოდნენ, თუმცა ხელმძღვანელობამ პოსტზე სეტიენი დანიშნა.

მიუხედავად ამისა ესპანელის დაბრუნება არ გამორიცხა. ამის თქმის საშუალებას კონტრაქტის ერთ-ერთი დეტალი გვაძლევს.

"ბარსელონამ" კიკესთან ხელშეკრულება 2022 წლამდე გააფორმა, თუმცა ხელმძღვანელობას აქვს უფლება ნებისმიერი სეზონის დასრულების შემდეგ სეტიენი თანამდებობიდან დაითხოვოს.

შესაბამისად, სულაც არ არის აუცილებელი, რომ "ბეტისის" ყოფილმა თავკაცმა "ბარსაში" 2.5 წელი გაატაროს.

ეს კი კატალონიურ გრანდში ჩავის დაბრუნების ალბათობას საგრძნობლად ზრდის.

5 თვის წინ
468 / 0
დათო მალუტაშვილი
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 318
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ