როგორც ჩანს, "ბარსელონა" ჩავის შემცვლელად სპეციალისტს გერმანული სამწვრთნელო სკოლიდან ეძებს, - იუწყება Mundo Deportivo.
"ლურჯ-ბროწეულისფერნი" ჰანსი ფლიკს, იულიან ნაგელსმანს, ტომას ტუხელსა და იურგენ კლოპს განსაკუთრებულად აფასებენ. ჩამოთვლილთაგან, "ბლაუგრანაში" ახლა მხოლოდ კლოპოს ხილვა უნდა იყოს გამორიცხული, დანარჩენებზე კი პრესაში ხშირად წერენ.
წყაროს თანახმად, ფლიკმა ახალი აგენტი აიყვანა, პინი ზაჰავი, რომელიც ჟოან ლაპორტას ახლო მეგობარია.
58 წლის მწვრთნელს მიუნხენის "ბაიერნიდანაც" უკავშირდებიან. ჰანსი აჩქარებას არ აპირებს, რადგან მას ჯერ "ბარსას" შეთავაზების აწონ-დაწონვა სურს.
MD-მ შეგვახსენა ისიც, რომ "რეკორდმაისტერის" ამჟამინდელმა მესაჭემ, ტომას ტუხელმა კატალონიელებს საკუთარი თავი შესთავაზა.
რაც შეეხება ნაგელსმანსს, მას გერმანიის ნაკრებთან კონტრაქტი ევრო 2024-ის შემდეგ ეწურება. სწორედ ამ ტურნირის დასრულების მერე მიიღებს იულიანი გადაწყვეტილებასაც.