3 წლის და 2 თვის წინ
"ბარსა" პედრის მსგავს ნახევარმცველს ეძებს - 3 ვარიანტი
"ბარსა" პედრის მსგავს ნახევარმცველს ეძებს - 3 ვარიანტი

"ბარსელონა" პედრი გონსალესის მსგავს ნახევარმცველს ეძებს, - იუწყება Mundo Deportivo.

"ბლაუგრანაში" სურთ, რომ იპოვონ გამთამაშებელი, რომელსაც გოლის გატანის ალღოც ექნება. პედრი სწორედ ასეთია. მიმდინარე სეზონში ესპანელმა 35 შანსი შექმნა და 7 გოლი გაიტანა.

კატალონიური გამოცემის ინფორმაციით, "ლურჯ-ბროწეულისფერთ" 3 კანდიდატი ჰყავთ:

ბერნარდუ სილვა (მანჩესტერ სიტი)

ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი)

დანი პარეხო (ვილიარეალი)

"ბარსას" საფეხბურთო დირექტორმა მატეუ ალემანიმ უკვე თქვა, რომ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის უმოქმედოდ ჩამთავრების შემდეგ, "ბარსელონა" ზაფხულში აუცილებლად იაქტიურებს.

ცნობისთვის, ნახსენებ სამეულს შორის "ბარსასთვის" ყველაზე იოლი გიუნდოგანის დამატება უნდა იყოს, რადგან გერმანელი ნახევარმცველი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება.


Facebook კომენტარები