1 წლის და 10 თვის წინ
დე იონგს ახალი მსურველი ჰყავს - "ბარსას" გადაწყვეტილება
დე იონგს ახალი მსურველი ჰყავს - "ბარსას" გადაწყვეტილება

"პარი სენ ჟერმენი" ფრენკი დე იონგის სანაცვლოდ "ბარსელონასთვის" სარფიანი შეთავაზების გაკეთებას გეგმავს, - იუწყება Mundo Deportivo.

წყაროს თანახმად, "ბლაუგრანამ" ნიდერლანდელ ნახევარმცველს კონტრაქტის გახანგრძლივების წინადადებით 3 კვირის წინ მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ კიდევ არ მიუღია.

როგორც ირკვევა, "პსჟ" იმით გეგმავს სარგებლობას, რომ ფრენკი ზაფხულში სხვა კლუბებისგან მომავალ შეთავაზებებს მოუსმენს.

რაც შეეხება "ლურჯ-ბროწეულისფერთა" პოზიციას, 26 წლის ნახევარმცველს ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებენ, თუ იგი ხელშეკრულების გახანგრძლივებას დასთანხმდება. სხვა შემთხვევაში, კლუბი მას 100 მილიონ ევროდ გაყიდის.

საკითხავია ისიც, რა სურს თავად ფრენკის. დე იონგმა შეიძლება არჩევანი პრემიერ ლიგაზე გააკეთოს, სადაც მისდამი ინტერესს "ტოტენჰემი" იჩენს. გაიჟღერა "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" სახელებმაც.



Facebook კომენტარები