logo

ბართომეუს კიდევ ერთი თხოვნა ფეხბურთელებს

ბართომეუს კიდევ ერთი თხოვნა ფეხბურთელებს

დაახლოებით ერთი თვის წინ "ბარსელონას" ფეხბურთელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ კორონაკრიზისის ჟამს კლუბის დასახმარებლად, მათ ხელფასები 70%-ით შეიმცირეს.

"ლურჯ-ბროწეულისფერთა" ამ საქციელმა საყოველთაო აღფრთოვანება დაიმსახურა და მათი ნაბიჯი ცალსახად დადებითად შეფასდა.

მიუხედავად ამისა, Mundo Deportivo იტყობინება, რომ "ბლაუგრანას" მოთამაშეებს მორიგი მსხვერპლის გაღება მოუწევთ,

წყაროს თანახმად, "ბარსას" პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ ვარსკვლავებს გაესაუბრება და ანაზღაურების კიდევ უფრო შემცირებას სთხოვს.

კორონავირუსის პანდემიის მიერ მიყენებული ეკონიმიკური ზიანი კატალონიელებს არა მხოლოდ ამ, არამედ შემდეგ სეზონშიც დაამჩნევს თავის კვალს და ბართომეუ ფეხბურთელებისთვის სწორედ ამის ახსნას აპირებს.

3 კვირის წინ
258 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1015
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ