1 წლის და 10 თვის წინ
ლაპორტამ მწვრთნელზე ინფორმაცია მოითხოვა
ლაპორტამ მწვრთნელზე ინფორმაცია მოითხოვა

ჟოან ლაპორტამ რობერტო დე ძერბიზე დამატებითი ინფორმაცია გამოითხოვა, - იუწყება SPORT-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი.

"ბარსელონას" პრეზიდენტს აინტერესებს, თუ როგორი ადამიანია "ბრაიტონის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი და როგორ ურთიერთობას ამყარებს იგი თავის ფეხბურთელებთან.

დე ძერბის აგენტები ბარსელონაში სულ ცოტა ხნის წინ იყვნენ. მათგან მიღებული ცნობები პოზიტიური გახლდათ.

SPORT-ის შეფასებით, 44 წლის იტალიელი "ბარსასთვის" რეალური ვარიანტია.

სხვათა შორის, ესპანურ პრესაში დღეს კიდევ ერთ მწვრთნელზე დაიწერა. Mundo Deportivo-ს ჟურნალისტ გაბრიელ სანსის ცნობით, ლაპორტას რალფ რანგნიკი მოსწონს. მიუხედავად ამისა, გერმანელი სპეციალისტის კანდიდატურას ის აბრკოლებს, რომ მან ევრო 2024-ზე ავსტრიის ნაკრებს უნდა უხელმძღვანელოს, ტურნირის დასრულებისთვის კი "ბარსას" პრესეზონი უკვე დაწყებული ექნება.

შეგახსენებთ, რომ ჩავი ერნანდესი კლუბს სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.


Facebook კომენტარები