1 წლის და 1 თვის წინ
ვიტორ როკე: "ლუის სუარესს ამით ვგავარ"
ვიტორ როკე: "ლუის სუარესს ამით ვგავარ"

"ატლეტიკო პარანაენსეს" 18 წლის თავდამსხმელმა, ვიტორ როკემ, რომელიც "ბარსელონას" სატრანსფერო სამიზნედ მიიჩნევა, "ბლაუგრანაში" თამაშის სურვილი გამოხატა.

ახალგაზრდა ბრაზილიელმა საკუთარი თავი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ურუგვაელ ლეგენდას, ლუის სუარესსაც შეადარა.

"ბარსელონაში" სათამაშოდ ვშრომობ. გასულ წელს ნათამაშები ტურნირები - ლიბერტადორესი და ბრაზილეირაო - დამეხმარებიან, რათა კარგად ვიყო მომზადებული, როცა ევროპაში წავალ.

ეს არა მხოლოდ ჩემი, არამედ ყველა მოთამაშის ოცნებაა. თუ "ბარსელონაში" გადასვლას მართლაც შევძლებ, ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის უდიდესი სიხარული იქნება.

სწორედ ამიტომ, მუშაობა უნდა გავაგრძელო და იმედი უნდა ვიქონიო, რომ ეს შედეგს გამოიღებს.

ვფიქრობ, ჩემსა და ლუის სუარესს შორის დიდი მსგავსებაა. მეც და სუარესიც ჩვენს ფიზიკურ მონაცემებს ხშირად ვიყენებთ და დამაგვირგვინებელ ფაზაშიც ერთნაირად ვმოქმედებთ. გოლის ალღო ორივეს გვაქვს," - თქვა როკემ.

აქვე გეტყვით, რომ კატალონიური გრანდი როკეს დამატებას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ეცდება. ახალგაზრდა ფორვარდი დაახლოებით 40 მილიონ ევროდ ფასდება.


Facebook კომენტარები