9 თვის და 1 კვირის წინ
გაირკვა: დაეხმარა თუ არა "ბარსას" გუშინ მსაჯის შეცდომა
გაირკვა: დაეხმარა თუ არა "ბარსას" გუშინ მსაჯის შეცდომა

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ვიგოს "სელტასთან" გამართული მატჩი რობერტ ლევანდოვსკის მიერ 97-ე წუთზე გატანილი პენალტით მოიგო.

პოლონელმა თავდამსხმელმა თერთმეტმეტრიანი ხელმეორედ დაარტყა, რადგან მისი პირველი მცდელობისას, რომელიც ვიგოელთა მეკარემ გაანეიტრალა, მეტოქე გოლკიპერს ფეხი კარის ხაზზე არ ედგა. სწორედ ამიტომ მიეცა 35 წლის ცენტრფორვარდს მეორე შანსი.

კამათი წარმოშვა ლევანდოვსკის გატანილმა პენალტმაც, რადგან სანამ იგი დაარტყამდა, "ბარსას" ფეხბურთელები საჯარიმოში ნაადრევად შეიჭრნენ. 

წესებიდან ირკვევა, რომ მაშინ, როცა მეკარეს ხაზზე ფეხი არ უდგას და დარტყმული პენალტი გოლად იქცევა, თერთმეტმეტრიანი ხელახლა მაშინაც კი არ უნდა შესრულდეს, როცა მოთამაშეები საჯარიმოში ნაადრევად შევლენ. ასე და ამგვარად, მსაჯთა ბრიგადა სწორად მოიქცა, როდესაც ლევანდოვსკის გოლი ჩათვალა.

შეგახსენებთ, რომ რობერტისთვის ეს ლა ლიგის მიმდინარე სეზონში გატანილი მე-12 გოლი გახლდათ.


Facebook კომენტარები