"ბარსელონას" პოლონელ თავდამსხმელს, რობერტ ლევანდოვსკის ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 12 გოლი დაუგროვდა და იგი ბომბარდირთა დავის ლიდერ ჯუდ ბელინგემს 4 გოლით ჩამორჩება.
თუ 35 წლის ცენტრფორვარდს პიჩიჩის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ აქვს შენარჩუნებული, იმავეს ვერ ვიტყვით ოქროს ბუცზე. ევროპის ჩემპიონატების საუკეთესო გოლეადორი ახლა ჰარი კეინია, რომლის აქტივშიც 24 შედეგიანი დარტყმაა.
რობერტი რეიტინგში მე-18 პოზიციას იკავებს.
დაწინაურებულთა სია ახლა შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ჰარი კეინი - 48 ქულა (24 გოლი)
2. კილიან მბაპე - 42 ქულა (21 გოლი)
3. ლაუტარო მარტინესი - 40 ქულა (20 გოლი)
4. აკორ ადამსი - 36.5 ქულა (22 გოლი)
5. სერიუ გირასი - 36 ქულა (18 გოლი)
6. ერლინგ ჰოლანდი - 32 ქულა (16 გოლი)
6. ჯუდ ბელინგემი - 32 ქულა (16 გოლი)
6. ლუის ოპენდა - 32 ქულა (16 გოლი)
9. მუჰამედ სალაჰი - 30 ქულა (15 გოლი)
9. ბორხა მაიორალი - 30 ქულა (15 გოლი)
...
18. რობერტ ლევანდოვსკი - 24 ქულა (12 გოლი)