logo

7 მომენტი, როცა ლეო მესიმ მეტოქე მცველები გააცამტვერა

7 მომენტი, როცა ლეო მესიმ მეტოქე მცველები გააცამტვერა

"ბარსელონას" არგენტინელ მეგავარსკვლავს, ლეო მესის თავისი კარიერის მანძილზე მრავალი მცველი თუ მეკარე დაუმწუხრებია.

Tribuna.com-მა გადაწყვიტა ჩვენთვის შემოეთავაზებინა 7 განსაკუთრებული მომენტი, როცა ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელმა მოწინააღმდეგე უკანახაზელებს თავბედი აწყევლინა. 

ლეოს სიდიადის აღსაქმელად ისიც კი კმარა, თუ რაოდენ ლეგენდარულ სახელებს შეხვდებით ამ სტატიაში:

ჯადოსნობის ეტალონი - ჟერომ ბოატენგის მარცხი "კამპ ნოუზე"

მესის ჩემპიონთა ლიგაზე სულ 4 ტრიუმფი ჰქონია: 2006, 2009, 2011 და 2015 წლებში.

მეოთხე ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე "ლა პულგას" წინა ორი გამარჯვების შემოქმედის, პეპ გვარდილას დამარცხება მოუწია.

პეპის "ბაიერნი" ნახევარფინალური ეტაპის პირველ თამაშში "ბარსამ" გაანადგურა, ანგარიშით 3:0 და მესმ იქ დუბლი შეასრულა.

გასაკუთრებული გამოდგა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ათიანის მეორე გოლი, როდესაც მისი მოძრაობის შედეგად "რეკორდმაისტერის" მცველი, ჟერომ ბოატენგი მოჭრილი ხესავით დაეცა მიწაზე და მესისაც გატანა აღარ გასჭირვებია.

მარადონას რეინკარნაცია - გენოციდი "ხეტაფეს" მცველებს

2007 წელს ლეო ჯერ კიდევ პერსპექტიულ ბავშვად ითვლებოდა, თუმცა 18 აპრილს მან ყველას დაანახა, თუ რა ქარიშხალი უახლოვდებოდა საფეხბურთო სამყაროს.

კოპა დელ რეიზე "ხეტაფეს" წინააღმდეგ გატანილი გოლი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა დიეგო მარადონას სოლორეიდს ინგლისის წინააღმდეგ, 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

ცენტრიდან დაწყებული სლალომისას "ლა პულგა" 7 მეტოქეს გაცდა, მეკარესაც გვერდი აუარა და ბურთი დაუცველ კარში შეაგდო.

ტრიპლეტის პირველი კონტურები - საოცარი მომენტი "ატლეტიკ ბილბაოსთან"

ჩემპიონთა ლიგისა და ლა ლიგის გაფორმებამდე, "ბარსამ" ესპანეთის თასის ფინალში მაშინ "ატლეტიკ ბილბაო" დაამარცხა და ტრიპლეტისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა.

ლეოს პირველი გოლი იმ თამაშში გენიალური გამოდგა: მან ბურთი აუტის ხაზთან მიიღო, დრიბლინგით ოთხ მეტოქეს გაცდა და ბურთი მეკარისგან ახლო კუთხეში მოათავსა.

ბასკები "ლა პულგამ" კიდევ ერთი გოლითა და ასისტით დაასაჩუქრა, თუმცა ყველაზე მეტად ქომაგებს ის საოცარი მომენტი დაგვამახსოვრდა.

"მანჩესტერის" რისხვა - ფერდინანდი და ვიდიჩი გაბითურებულნი რჩებიან

რიოსა და ვიდიჩის წყვილი სერ ალექს ფერგიუსონის ფორმაციის "ემიუში" ფაქტობრივად გაუვალი გახლდათ.

მიუხედავად მაისა, "წითელმა ეშმაკუნებმა" ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფი სულ ერთხელ მოახერხეს, არადა 4 წლის მანძილზე ფინალში სულ 3 ჯერ გავიდნენ.

შოტლანდიელი სპეციალისტის კრიპტონიტი პეპ გვარდიოლას "ბარსა" იყო, რომელშიც ლეო მესი ბრწყინავდა.

ფერდინანდისა და ვიდიჩის გაცამტვერებაც მესიმ ორ ფინალზე გაანაწილა:

2009 წელს მან ეპოქალური თავური დარტყმით ისეთი გოლი შეაგდო, რომ რიოცა და ედვინ ვან დერ სარიც გაოცებულნი დარჩნენ.

2011 წელს კი ნემანია ვიდიჩის ჯერი დადგა, როცა ფინალის გადამწყვეტი გოლის ჟამს იგი "ლა პულგას" წინაშე უძლური აღმოჩნდა.

გვარდიოლას პირველი კლასიკო - რამ დააზიანა კანავაროს გენეტალიები

2008/09 წლების სეზონში, როცა გვარდიოლას ახალი ჩაბარებული ჰქონდა "ბარსა", კატალონიელებმა "რეალს" ორივე კლასიკო მოუგეს.

მიუხედავად იმისა, რომ "ბერნაბეუზე" გამართული ჯახი 2:6 დასრულდა და "ბლანკოსის" ქომაგს ეს არანაკლებ მწარედ ახსოვს, ალბათ, განსხვავებულ აზრზეა ფაბიო კანავარო.

სეზონის პირველ "კლასიკოში", რომელიც "ბლაუგრანამ" ორბურთიანი სხვაობით გამარჯვებით დაასრულა, იტალიელი ლეგენდა კარის ძელს უხერხული ადგილით შეასკდა, რაც ლეო მესის გოლმა გამოიწვია.

ამ მომენტზე ქილიკი კატალონიელთა ქომაგებს ალბათ წლების მანძლზე არ მობეზრდებათ.

მუდმივი კლიენტი - სერხიო რამოსის ვნებანი

სერხიოს "ელ კლასიკოების" ისტორიაში რეკორდი აქვს დამყარებული წითელი ბარათების რაოდენობით და ეს ყველაფერზე მეტყველებს.

მიუხედავად იმისა, რომ მესის იგი მრავალჯერ გაუმწარებია, ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის ეგიდით გამართული მატჩი იყო.

"ბერნაბეუზე" მაშინ ლიონელმა დუბლი შეასრულა, მეორე გოლი კი არაჩვეულებრივი გამოდგა: სერხიო ბუსკეტსის გაჩერებული ბურთი არგენტინელმა წაი, გზად მთელი "რეალი" მოატყუა და დაწოლილ იკერ კასილიასსაც "შეუსრულა".


5 თვის წინ
859 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 797
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

არავინ

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ