როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ხანებში ესპანურმა პრესამ რამდენჯერმე გააჟღერა ინფორმაცია, რომ ზაფხულში "ბარსელონა" "ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას შეძენას ეცდება.
მოარული ხმების თანახმად, "ლურჯ-ბროწეულისფერნი" უკვე გავიდნენ კონტაქტზე 23 წლის შემტევის წარმომადგენლებთან. მოსალოდნელია, რომ "პარტენოპეი" ხვიჩას 90-100 მილიონ ევროდ დააფასებს, რაც "ბარსასთვის" შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს, თუ კლუბი რამდენიმე ფეხბურთელს გაყიდის.
ამ ცნობებს ცნობილი ვებსაიტი Tribuna.com გამოეხმაურა და შემოგვთავაზა "ბლაუგრანას" სასტარტო შემადგენლობა ხვიჩა კვარაცხელიასთან:
ტერ შტეგენი - ბალდე, კუნდე, არაუხო, კანსელუ - პედრი, გავი, გიუნდოგანი - კვარაცხელია, ლევანდოვსკი, იამალი
როგორც ხედავთ, თერთმეტეულში ვერ ვხედავთ ფრენკი დე იონგს. სავარაუდოდ, გუნდის შემდგენი ფიქრობს, რომ კვარას ტრანსფერი სწორედ ნიდერლანდელი ნახევარმცველის გაყიდვით დაფინანსდება.