2 წლის წინ
ცნობილია: ითამაშებს თუ არა ფელიქსი "ნაპოლისთან"
ავტორი
Aa
ჟოაუ ფელიქსი "ნაპოლისთან" მატჩისთვის მზად იქნება, - იუწყება RAC1.
COPE-ს ჟურნალისტ ელენა კონდისს თუ დავუჯერებთ, პორტუგალიელი თავდამსხმელი ნეაპოლში გუნდთან ერთად გაემგზავრება და ადგილზე გაარკვევს, შეეძლება თუ არა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მონაწილეობა.
Diario AS დარწმუნებით ამბობს, რომ 24 წლის შემტევი სამატჩო განაცხადში მოხვდება.
ცხადია, ჟოაუს სასტარტო შემადგენლობიდან არავინ დააწყებინებს, თუმცა თუ ამის საჭიროება იარსებებს, იგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთვება.
შეგახსენებთ, რომ ფელიქსმა კოჭი იანვრის ბოლოს, სავარჯიშო სესიაზე დაიზიანა.
მიმდინარე სეზონში პორტუგალიელის ანგარიშზე 7 გოლი და 5 ასისტია.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
4 თვის და 2 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
5 თვის და 1 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
5 თვის და 2 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის და 3 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი