1 წლის და 1 თვის წინ
5 მიზეზი, რატომაც "ბარსელონა" ხვალ "ნაპოლის" მოუგებს
5 მიზეზი, რატომაც "ბარსელონა" ხვალ "ნაპოლის" მოუგებს

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩს ჩაატარებს. საგარეო შეხვედრაში კატალონიელები "ნაპოლის" დაუპირისპირდებიან.

Mundo Deportivo დარწმუნებულია, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერნი" იტალიის მოქმედ ჩემპიონებს დაამარცხებენ და საკუთარ რწმენას ამ 5 მიზეზზე ამყარებს:

1. რობერტ ლევანდოვსკიმ გოლების გატანა განაახლა.

2. ილქაი გიუნდოგანი თამაშს დასვენებული ხვდება.

3. ლამინ იამალის თავდაჯერება მატჩიდან მატჩამდე იზრდება.

4. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი სათამაშო რითმს დაუბრუნდება.

5. რონალდ არაუხო თავს მოუფრთხილდა და სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყებს.

"ბლაუგრანას" ბოლო 4 მატჩიდან 3 მოგებული აქვს და ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ახლა "ნაპოლიზე" უკეთეს გუნდად ჩანს. შედარებისთვის, "პარტენოპეიმ" უკანასკნელი 5 შეხვედრიდან მხოლოდ 1-ში გაიმარჯვა და სერია ა-ს სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა.

იტალიურ-ესპანური დაპირისპირება თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები