logo

მომენტი, როცა ნეიმარმა ჩავი წყობიდან გამოიყვანა [ვიდეო]

2014/15 წლების სეზონი "ბარსელონასთვის" ზღაპრული გამოდგა. "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ტრიპლეტი მოიგეს და ივნისში საჩემპიონო აღლუმიც გამოდგეს.

საყოველთაო მხიარულების ჟამს, კამერებმა დააფიქსირეს ეპიზოდი, როცა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კაპიტანმა, ჩავი ერნანდესმა თავის თანაგუნდელს, ნეიმარ ჟუნიორს ჯერ სახეში შემოსცხო, შემდეგ კი მისგან მოშორება უბრძანა.

მაესტრომ ეს ინციდენტი Independent-თან ინტერვიუში განმარტა.

"ნეიმარი ცდილობდა, რომ ჩემთვის ფეხსაცმებელები გაეხადა. იგი ხელს მკრავდა და მე ავტობუსის კიდეზე ვიჯექი.

ვთქვი, რომ ფეხბურთელებს არეულობა უნდა შეეწყვიტათ და იმ ხალხზე ეფიქრათ, რომელიც ჩვენს სანახავად მოვიდა.

ეს აღლუმები ხალხისთვის ტარდება. შეიძლება შენ 3-4 ბოთლი ლუდი დალიო, მაგრამ უმთავრესად, მადლობა უნდა გადაუხადო ქომაგს გულშემატკივრობისთვის. შენ ვერ იზამ იმას, რაც გინდა." - განაცხადა ჩავიმ მაშინ. 

4 კვირის წინ
1173 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1030
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ