logo

ზუსტად 15 წლის წინ - მესის პირველი გოლი "ბარსას" მაისურით ოფიციალურ მატჩში

დღეს ზუსტად 15 წელი გავიდა იმ მატჩიდან, რომელშიც ლეო მესიმ "ბარსელონას" მაისურით პირველი გოლი გაიტანა ოფიციალურ შეხვედრაში.

ეს "ალბასეტესთან" მატჩში მოხდა, რომელიც ლა ლიგის 2004/05 წლების სეზონის გათამაშების ეგიდით ჩატარდა.

ახალგაზრდა არგენტინელის შედეგიანი დარტყმა ულამაზესი გამოდგა:

რონალდინიოს ჰაეროვანი პასის შემდეგ, ლეომ მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და "კამპ ნოუს" ტრიბუნებს აპლოდისმენტები მოწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, მესის "ბარსას" რიგებში 627 გოლი აქვს გატანილი და კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

4 თვის წინ
619 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

შეძლებს რონალდ კუმანი "ბარსელონას" ფეხზე დაყენებას?

კი
ვერა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 431
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, გრიზმანი

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

ვიდალი, ბუსკეტსი