logo

სეტიენის 5 რეკორდი, რომელიც მის კვალიფიციურობაში დაგარწმუნებთ

სეტიენის 5 რეკორდი, რომელიც მის კვალიფიციურობაში დაგარწმუნებთ

როგორც მოგეხსენებათ, დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ბარსელონას" კიკე სეტიენი ჩაიბარებს. ამასთან დაკავშირებით, Tribuna.com-მა შემოგვთავაზა 5 რეკორდი, რომელიც ამ 61 წლის სპეციალისტს ეკუთვნის:

1.სეტიენის ხელმძღვანელობით "ბეტისმა" დაამყარა ერთ მატჩში ბურთის ფლობის მაჩვენებლის აბსოლუტური რეკორდი - 82.4% "ლეგანესის'" წინააღმდეგ, 2013/14 წლების სეზონი.

2. სეტიენს თავკაცობით "ლას პალმასმა" ზედიზედ ორჯერ მოახერხა ლა ლიგაში მე-11 ადგილის დაკავება, რაც კლუბისთვის ბოლო 40 წელიწადში საუკეთესო შედეგია.

3. გარდა ამისა, კიკეს "ბეტისმა" პრიმერაში მეექვსე ადგილის მოპოვება შეძლო და ევროპის ლიგის საგზური მიიღო, რაც ამ ანდალუსიური გუნდისთვის 2005 წლის შემდეგ საუკეთესო რეზულტატი გახლდათ.

4. გამოცდილმა მწვრთნელმა "ბეტისი" კოპა დელ რეის ნახევარფინალში გაიყვანა. შეგახსენებთ, რომ ესპანეთის თასი "ბარსას" საყვარელი ტურნირია.

5. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ ბოლო 10 სეზონში სეტიენი ერთადერთი სპეციალისტია, რომელმაც "ბარსელონას" და "რეალის" გასვლაზე დამარცხება მოახერხა.

5 თვის წინ
595 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 318
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ