"მესისთვის "ინტერში" თამაში სახლში დაბრუნებასავით იქნება"

"მესისთვის "ინტერში" თამაში სახლში დაბრუნებასავით იქნება"

მილანის "ინტერის" სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა წევრმა, ხოსე მორაისმა Yahoo Sports-თან ინტერვიუში "ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავის, ლეო მესის "ნერაძურიში" გადმობარგება რეალურ პერსპექტივად შეაფასა.

"მესის ტრანსფერს შესაძლებლად ვთვლი, რადგან "ინტერს" ძანეტი ჰყავს, რომელიც უბრალოდ იზიდავს არგენტინელ ფეხბურთელებს.

თუ ლეო ახალ გამოწვევაზე ფიქრობს, ეს მისთვის მომხიბლავი იქნება. არგენტინელი ფეხბურთელისთვის "ინტერში" თამაში სახლში დაბრუნების მსგავსი იქნება.

"ინტერნაციონალეში" მოთამაშე ყველა არგენტინელმა კლუბს წარმატება მოუტანა და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი მათგანი შეიძლება ლიონელიც გახდეს." - განაცხადა მორაისმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ მესისა და "ინტერის" შესაძლო კავშირს თავად ოქროს ბურთის ექვგზის მფლობელმა უწოდა სიცრუე.

6 თვის წინ
646 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 5
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

ჟერარდ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, სერხი რობერტო, სამუელ უმტიტი, ანსუ ფატი, რონალდ არაუხო.

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ