1 წლის და 10 თვის წინ
"ბარსადან" ინფორმაცია ჟონავს - ვისზე აქვთ ეჭვი გუნდში
"ბარსადან" ინფორმაცია ჟონავს - ვისზე აქვთ ეჭვი გუნდში

Diario AS-ის ჟურნალისტი, ხავი მიგელი ირწმუნება, რომ "ბარსელონაში" ინფორმაციის გამცემი ჰყავთ, რომელიც კლუბთან დაკავშირებულ ყველა საკითხს პრესას აწვდის.

აი, რა თქვა მიგელმა El Chiringuito-ს გადაცემაში სტუმრობისას:

"იმის გასარკვევად, თუ ვის გააქვს ცნობები გასახდელიდან, ჩავი რამდენიმე ჟურნალისტს დაუკავშირდა. ჟურნალისტებმა პასუხზე უარი განაცხადეს, კლუბი კი მედია-საშუალებებს დაემუქრა, რომ პრესკონფერენციებზე დასწრების ნებას აღარ მისცემს, თუ არ გაჩერდებიან."

"ბარსელონას" ფეხბურთელები დარწმუნებულნი არიან, რომ პრესას ინფორმაციას ჩავის სტაფის წევრი აწვდის და არა რომელიმე მოთამაშე. ამ მიზეზის გამო ჩავისა და ფეხბურთელების ბოლო შეხვედრას სტაფის არცერთი წევრი დაასწრეს."

"ჩავისა და მოთამაშეების უკანასკნელმა 3-მა შეხვედრამ მხოლოდ მათი მონაწილეობით ჩაიარა."

"ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს შორის გაუცხოება გაჩნდა. ერთი თვეა, რაც კლუბი პარანოიის რეჟიმში ცხოვრობს. "ბარსელონაში" ასეთი რამ პირველად არ ხდება. ვან გაალის დროს საშხაპეებში მიკროფონებიც კი დააყენეს, რათა გაერკვიათ, ვინ იყო "ვირთხა."

"ჩავი და მისი გარემოცვა "ვირთხის" ძებნას გამალებით აგრძელებენ. ერთ დღეს მათ ყველას Whatsapp მესიჯებიც შეამოწმეს, რომ კონკრეტულ ჟურნალისტებთან კონტაქტის ფაქტი ეპოვათ."

როგორც ხედავთ, სხვა უამრავ პრობლემასთან ერთად, "ბარსელონაში" ახლა ნდობის პრობლემაც გაუჩნდათ. ცხადია, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია, რადგან გუნდში არსებული ასეთი ფონი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ისედაც ცუდ შედეგებს კიდევ უფრო გააუარესებს.


Facebook კომენტარები