logo

“მსაჯებს შევცვლიდი” - როგორ გაიხსენა ემერიმ 6:1 მარცხი

“მსაჯებს შევცვლიდი” - როგორ გაიხსენა ემერიმ 6:1 მარცხი

2016/17 წლების ჩემპიონთა ლიგაზე ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ქამბექი შედგა. 1/8 ფინალურ ეტაპზე "ბარსელონამ" "პარი სენ-ჟერმენს" 4-0 ჩამორჩენა აღმოუფხვრა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. მოგეხსენებათ, "კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრა 6-1 დასრულდა.

ეს შეხვედრა სკანდალური მსაჯობითაც ცნობილია. ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ, რომ არა დენის აიტეკინიშ შეცდომები, "ბარსა" შემდეგ ეტაპზე ვერ გავიდოდა.

მწარე მარცხი პსჟ-ს მაშინდელ თავკაცს, უნაი ემერისაც, ვერ მოუნელებია. ბევრის მსგავსად, წაგებას ისიც არბიტრებს აბრალებს.

ერთ-ერთ ინტერვიუში ის შემდეგ განცხადებას აკეთებს.

"ბარსელონასთან" 6-1 მარცხი ყველაზე უარესი მომენტია ჩემს სამწვრთნელო კარიერაში.

ამ შეხვედრაში მხოლოდ მსაჯებს შევცვლიდი", - განაცხადა ემერიმ.

ასეა თუ ისე, პსჟ-ს უსახური თამაშის მხოლოდ არბიტრებზე გადაბრალება ნაკლებად სამართლიანია.


4 კვირის წინ
195 / 0
სესე გოგიაშვილი
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ