logo

რამ გადააწყვეტინა "ბარსელონას" არჩევანის სეტიენზე გაკეთება

რამ გადააწყვეტინა "ბარსელონას" არჩევანის სეტიენზე გაკეთება

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება და ის კიკე სეტიენი გახლავთ. გავრცელებული ცნობების თანახმად, "ბლაუგრანამ" მასზე არჩევანი იმიტომ გააკეთა, რომ კიკე "ბლაუგრანას" DNM-ის მატარებელ სპეციალისტად მიიჩნია, თუმცა არსებობს სხვა ფაქტორებიც...

ცნობილი ესპანური გამოცემა El Larguero იტყობინება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მოთამაშები "ბეტისის" ლეგენდას, ხოაკინს ესაუბრნენ.

წყაროს თანახმად, ვეტერანმა ესპანელმა "ბლაუგრანას" ფეხბურთელებს უთხრა, რომ სეტიენის მიერ გაწვრთნილი "ბეტისი" ძალიან მოსწონდა და ყველაზე მეტად სწორედ კიკე ენატრებოდა.

არ გამოვრიცხოთ, რომ ანდალუსიური გუნდის ლეგენდის ამ რეკომენდაციამაც გარკვეული გავლენა იქონია.

5 თვის წინ
2222 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 318
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ