logo

რატომ თქვა უარი "ბარსელონამ" პოჩეტინოზე

რატომ თქვა უარი "ბარსელონამ" პოჩეტინოზე

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ გაიმართა "ბარსელონას" ხელმძღვანელობის შეხვედრა, სადაც განიხილეს ის საკითხი, თუ ვის უნდა ჩაებარებინა "ბლაუგრანა" ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შემდეგ.

როგორც შემდგომმა მოვლენებმა გამოაჩინა, ბორდმა არჩევანი 61 წლის სპეციალისტ კიკე სეტიენზე გააკეთა, თუმცა ბუნებრივია, არსებობდა სხვა ვარიანტებიც.

ესპანური გამოცემა Sport იუწყება, რომ ერთ-ერთმა მენეჯერმა მაურისიო პოჩეტინოს კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა არგენტინელი მწვრთნელი მალევე უარყო როგორც ბართომეუმ, ასევე ბორდის სხვა წევრებმაც.

ამის მთავარი მიზეზი მაურისიოს მიერ წარსულში გაკეთებული განცხადება გახლდათ: "მე ჩემს ფერმაში უფრო ვიმუშავებ, ვიდრე "ბარსას" გავწვრთნი ოდესმე!"

5 თვის წინ
1447 / 0
ირაკლი ხასაია
reclam
poll გამოკითხვა

უნდა გაუშვან თუ არა კიკე სეტიენი თანამდებობიდან?

კი
არა
სულ პასუხები: 318
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ