2 თვის და 3 კვირის წინ
"მე და მთელ გუნდს ეს მიზანი გვაქვს" - ლუის სუარესის კომენტარი
"მე და მთელ გუნდს ეს მიზანი გვაქვს" - ლუის სუარესის კომენტარი
ავტორი
Aa

აშშ-ში დღეს დილით MLS-ის ახალმა სეზონმა აიღო სტარტი. გახსნით მატჩში "ინტერ მაიამიმ" "სოლტ ლეიკ სიტის" უმასპინძლა და დაამარცხა, ანგარიშით 2:0. გოლები რობერტ ტეილორისა და დიეგო გომესის ანგარიშზეა, ასისტენტობა კი მათ ლეო მესიმ და ლუის სუარესმა გაუწიეს.

ვეტერანი ურუგვაელისთვის ეს MLS-ში ჩატარებული სადებიუტო მატჩი გახლდათ. შეხვედრის დასრულების მერე "ელ პისტოლერომ" MLS-ის ოფიციალურ არხს ინტერვიუ მისცა.

"არაფერია იმაზე ამბიციური და იმედისმომცემი, ვიდრე მოხვიდე გუნდში, რომელმაც არსებობის ისტორიაში პირველი ტიტული შარშან მოიგო (ლიგების თასი) და ახლა MLS-ის მოგებას ეცადო. ჩემპიონატისა, რომლის გამარჯვებულიც კლუბი არასდროს გამხდარა.

"მე და მთელ დანარჩენ გუნდს ეს მიზანი გვაქვს.

"MLS-ს აქ მოსვლამდეც ვიცნობდი. ყველა გუნდს ენდომება მისი მოგება. ისინი კონკურენციას გაგვიწევენ, რადგან ჩვენ ერთ-ერთი ვართ იმ გუნდებს შორის, რომლებსაც ტიტულისთვის ბრძოლის ძალა შესწევთ. მათ იციან, რომ ჩემპიონობა გვინდა," - თქვა 37 წლის თავდამსხმელმა.

შეგახსენებთ, რომ სუარესი ფლორიდაში ბრაზილიური "გრემიოდან" მივიდა, რომელიც 54 მატჩში გატანილი 29 გოლით დატოვა. რაც შეეხება "ინტერ მაიამის", MLS-ის გასული სეზონი მათ აღმოსავლეთ კონფერენციაში დაკავებული მე-14 ადგილით დაასრულეს.


Facebook კომენტარები