9 თვის წინ
კუნდეს თამაშს გუშინ სკაუტები აკვირდებოდნენ
კუნდეს თამაშს გუშინ სკაუტები აკვირდებოდნენ

როგორც მოგეხსენებათ, 25 წლის ფრანგი ფეხბურთელი, ჟიულ კუნდე მიმდინარე სეზონში საკმაოდ არასტაბილურად გამოიყურება.

აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, რომ “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” ახალგაზრდა ფეხბურთელი გაყიდონ.

გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ჩელსი” ტიაგო სილვას შემცვლელად სწორედ უნდესკ განიხილავს.

როგორც ირკვევა, "ნაპოლისა" და "ბარსას" შორის გუშინ გამართულ მატჩს "არისტოკრატთა" სკაუტები ესწრებოდნენ. ცხადია, მათი მთელი ყურადღება ჟიულისკენ იყო მიპყრობილი.

ფრანგი მოთამაშის შეძენით ასევე “ნიუკასლ იუნაიტედი” და ლონდონის “არსენალიც” ინტერესდებიან.

მიუხედავად მსურველთა სიმრავლისა, ახალგაზრდა უკანახაზელს "ბლაუგრანაში" სურს დარჩენა.

ცნობისთვის, კუნდემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 32 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბთან კონტრაქტი მას 2027 წლის ივლისამდე აკავშირებს.


Facebook კომენტარები