logo

10 საინტერესო ფაქტი კიკე სეტიენის შესახებ

10 საინტერესო ფაქტი კიკე სეტიენის შესახებ

როგორც მოგეხსენებათ, საფეხბურთო სამყაროში დღევანდელი დღის მთავარი თემა "ბარსელონას" ახალი მთავარი მწვრთნელი, კიკე სეტიენი გახლავთ. გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს 61 წლის სპეციალისტის შესახებ:

1. სეტიენმა კარიერის პირველი ნაბიჯები პლიაჟის ფეხბურთში გადადგა. 1996 წელს იგი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებშიც კი მიიწვიეს.

2. სანტადერში კიკეს "ოსტატს" ეძახიან. საინტერესოა, რომ "რასინგში" მან 12 წელიწადი (ფეხბურთელი + მწვრთნელი) გაატარა და ქომაგების საყვარელ პიროვნებადაც იქცა. მან 2002/03 წლების სეზონში გუნდი პირველ დივიზიონში ამოიყვანა და ფანების ოცნებაც აასრულა.

3. ენრიკე ორისაოლასა (1961) და ლაურეანო რუისის (1976) შემდეგ სეტიენი პირველი კანტაბრიელი მწვრთნელია "ბარსელონაში".

4. როგორც ფეხბურთელი, კიკე "ბლაუგრანას" 22-ჯერ დაუპირისპირდა. მისი ბალანსი ასეთია: 5 მოგება, 5 ფრე, 12 მარცხი. გარდა ამისა, სეტიენს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" კარი კარიერაში ორჯერ აქვს აღებული.

5. როგორც მწვრთნელს კი მას კიდევ უფრო ცუდი შედეგი გააჩნია - 6 მარცხი, 1 გამარჯვება. მიუხედავად ამისა, ეს ერთადერთი მოგება "კამპ ნოუზე" შედგა, სადაც "ბეტისმა" შვიდგოლიან თრილერში იმარჯვა - 3:4.

6. კიკეს გაწვრთნილი ჰყავს "ლა მასიის" მიერ აღზრდილი მოთამაშეებიც: მარკ ბარტრა, ალენ ჰალილოვიჩი, კრისტიან ტელიო, კაპტუმი, სანაბრია და არაუხო.

7. მას ძალიან უყვარს "ბარსელონას" არგენტინელი მეგავარსკვლავი, ლიონელ მესი. "მესის მოედანზე ხილვა დიდი საგანძურია. იგი ისტორიაში საუკეთესოა." - ეს სიტყვები სწორედ სეტიენს ეკუთვნის.

8. "კამპ ნოუზე" წაგებული შეხვედრის შემდეგ, სერხიო ბუსკეტსმა კიკეს თავის მაისური უძღვნა წარწერით: "კიკეს, რომლის საფეხბურთო ხედვითაც აღფრთოვანებული ვარ, გეხუტები!"

9. სეტიენის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჰობი ჭადრაკია. მას მსოფლიოს ყოფილ ჩემპიონ კარპოვთანაც კი აქვს საჭადრაკო პარტია გათამაშებული.

10. კიკეს 24 წლის ვაჟი, ლარო სეტიენი "ბარსას" ფარმ-კლუბ "სანტ ადრეუში" თამაშობს, რომელიც მესამე დივიზიონში ასპარეზობს.

4 თვის წინ
1107 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

რას ფიქრობთ, განვითარდება თუ არა "ბარსელონა" სეტიენის ხელში?

კი
არა
შესაძლებელია
სულ პასუხები: 1039
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

სუარესი, დემბელე

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ