1 წლის და 10 თვის წინ
ვან დერ ვაარტი: "დე იონგი ფოსტალიონივით თამაშობს"
ვან დერ ვაარტი: "დე იონგი ფოსტალიონივით თამაშობს"

"ბარსელონას" ნიდერლანდელი ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგი თანამემამულემ და წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა, რაფაელ ვან დერ ვაარტმა გააკრიტიკა.

ფრენკის შესახებ ვან დერ ვაარტმა "ნაპოლისა" და "ბლაუგრანას" შორის გუშინ გამართული მატჩის შემდეგ, Ziggo Sport-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

"ფრენკი დე იონგი ფეხბურთს ფოსტალიონივით თამაშობს. იგი ბურთის თავდამსხმელისთვის გადაცემას ძალიან აჭიანურებს. ამის მაგივრად, ბურთთან ერთად სირბილს აგრძელებს, რომ ეს ბურთი თანაგუნდელამდე თავად მიიტანოს.

როგორც კი მეტოქეს გაექცევი, პასი უნდა გააკეთო! ბურთი სწრაფად უნდა მოძრაობდეს!" - თქვა "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკიმ გუშინ 3 გრძელი გადაცემა გააკეთა, მეტოქის პასი ერთხელ ჩაჭრა, 2 ვარდნა მიითვალა და პასების 95%-იანი სიზუსტე ჰქონდა. მიუხედავად ამ კარგი სტატისტიკისა, თუ დე იონგის თამაშის სტილს გავიხსენებთ, ვან დერ ვაარტის სიტყვებში სიმართლის მარცვალიც შეიძლება მოვძებნოთ.


Facebook კომენტარები