როგორც მოგეხსენებათ, 50 წლის გერმანელი სპეციალისტი, თომას ტუხელი "ბარსელონას" მომდევნო მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატია.
Sky Sports-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზაფხულში ტუხელით კიდევ ერთი ევროპული გრანდი იქნება დაინტერესებული. საუბარია "მანჩესტერ იუნაიტედზე", რომელსაც თომასი ძალიან მოსწონს.
ესპანური Sport-ის თქმით, გამოცდილ სპეციალისტს ლა ლიგაში მუშაობისა და "ბარსას" გაწვრთნის პერსპექტივა ძალიან მოსწონს, თუმცა იგი უარს არც "წითელი ეშმაკების" დამრიგებლობაზე იტყოდა.
უკვე გადაწყვეტილია, რომ ტუხელი მიუნხენის "ბაიერნს" სეზონის ბოლოს დატოვებს. ეს კატალონიურ გრანდს ხელ-ფეხს უხსნის, რადგან, სხვა შემთხვევაში, კლუბს "რეკორდმაისტერისგან" მთავარი მწვრთნელის კონტრაქტის გამოსყიდვა დასჭირდებოდა, ამას კი არ გააკეთებდნენ.
ცნობისთვის, "ბარსას" თავკაცობის კანდიდატთა შორის ასევე მოაიზრებიან რობერტო დე ძერბი (ბრაიტონი) და ჰანსი ფლიკი (უგუნდო).