"ბარსელონას" სპორტული დირექტორი დეკუ დღეს ფრენკი დე იონგის აგენტ ალი დურსუნს შეხვდა, - იუწყება SPORT.
შეხვედრა საათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. კლუბს სურდა, რომ 26 წლის ნახევარმცველისადმი მხარდაჭერა გამოეხატა.
წყაროს თანახმად, შეხვედრა პოზიტიური გამოდგა.
"ლურჯ-ბროწეულისფერთ" კვლავ უნდათ ნიდერლანდელთან კონტრაქტის გახანგრძლივება, ხელფასის შემდეგ წლებზე გადანაწილების პირობით. ფრენკის პოზიციაზე SPORT არაფერს ამბობს, მაგრამ აზუსტებს, რომ მისით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული.
ესპანურმა პრესამ რამდენიმე კვირის წინ გააჟღერა, რომ "ბარსას" დე იონგის მაღალი ხელფასის ზიდვა აღარ სურდა და ზაფხულში მას ტრანსფერზე დააყენებდა. ამ ცნობებს ფრენკი "ნაპოლისთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა და მედია-საშუალებები სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ დე იონგს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში ნიდერლანდელს 1 გოლი აქვს გატანილი.