2 თვის და 3 კვირის წინ
"ჩემი შემცვლელი ასეთი უნდა იყოს" - ჩავი "ხეტაფესთან" მატჩის წინ
"ჩემი შემცვლელი ასეთი უნდა იყოს" - ჩავი "ხეტაფესთან" მატჩის წინ

როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ხვალ ლა ლიგის 26-ე ტურის მატჩს ჩაატარებს და შინ მადრიდულ "ხეტაფეს" მიიღებს.

მატჩის წინ "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

"ხეტაფე" მამაცი გუნდია. ხვალ საშინაო კედლებში ვთამაშობთ და გულშემატკივრების მხარდაჭერა დაგვჭირდება."

"ლევანდოვსკი? მისი ფორმა გუნდის გაუმჯობესების შედეგიცაა. თამაშის ბევრ ასპექტში განვიცადეთ პროგრესი. უფრო მწყობრად ვუტევთ და ვიცავთ თავს. ლევი ძალიან ეფექტურია."

"სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, თუმცა ბევრი არა. მნიშვნელოვანმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ. დასვენებისთვის ბევრი დრო არ გვაქვს, მაგრამ როტაცია ხვალ იქნება."

"ლა ლიგისთვის იქამდე ვიბრძოლებთ, სანამ ეს მათემატიკურად შესაძლებელი იქნება. საშინაო არენაზე ვერ ჩავფლავდებით. ხვალ მნიშვნელოვანი თამაში გვაქვს."

"მსაჯები? უკვე ვთქვი, რომ მსაჯებზე არ ვილაპარაკებ."

"ვფიქრობ, რომ უკეთესი იქნებოდა, ლა ლიგას მატჩი კვირას ან ორშაბათს დაენიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშეთ, მაგრამ ეს თავის გასამართლებელ მიზეზად ვერ გამოდგება."

"ჩემი შემცვლელი? იგი "ბარსელონას" დნმ-ის გამგრძელებელი უნდა იყოს, თუმცა ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის."

"არის თუ არა არაუხო ხელშეუხებელი? მე ამაში ეჭვი არ მეპარება. არაუხო ამ გუნდის აწმყო და მომავალია. იგი გუნდის ფუნდამენტური ნაწილი და უკვე კაპიტანი გახლავთ."

შეგახსენებთ, რომ კატალონიურ-მადრიდული დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 19:15 საათზე დაიწყება.


Facebook კომენტარები