3 წლის და 2 თვის წინ
"დამშვიდდი!" - ბუსკეტსისა და ჩავის დაძაბული გასაუბრება
ავტორი
Aa
Mundo Deportivo-მ "ალმერიასა" და "ბარსელონას" შორის გამართული მატჩისას მომხდარ ეპიზოდზე გაამახვილა ყურადღება.
წყაროს თანახმად, როცა სერხიო ბუსკეტსმა ბურთი დაკარგა, ჩავი ერნანდესმა მას მეტი ინტენსივობით თამაშისკენ მოუწოდა.
გამოცდილმა ნახევარმცველმა მთავარ მწვრთნელს ჰკითხა, მისი სიტყვები მხოლოდ სერხიოს შეეხებოდა თუ მთელ გუნდს. ჩავიმ უპასუხა, რომ გააქტიურების მოთხოვნა მთელი გუნდისკენ იყო მიმართული.
"დამშვიდდი!" - უთხრა ბუსკეტსმა თავის ყოფილ თანაგუნდელს.
როგორც ჩანს, "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მიერ ნაჩვენებმა ცუდმა თამაშმა ხასიათი გუნდის კაპიტანსა და მთავარ მწვრთნელს ერთნაირად გაუფუჭათ.
ჩავის მოწოდებებმა არ იმუშავა. "ალმერიამ" კატალონიურ გუნდს მოუგო, რამაც "ბარსელონას" "რეალთან" უპირატესობის 10 ქულამდე გაზრდის საშუალება არ მისცა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
7 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
7 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი