logo

ვალვერდეს გამოსამშვიდობებელი წერილი

ვალვერდეს გამოსამშვიდობებელი წერილი

როგორც მოგეხსენებათ, დღეს "ბარსელონას" გამოცდილი ესპანელი სპეციალისტი, ერნესტო ვალვერდე დაემშვიდობა. ბასკმა მწვრთნელმა "ლურჯ-ბროწეულისფერთა" ქომაგებს გამოსამშვიდობებელი წერილიც დაუტოვა, რომელსაც Sport ავრცელებს:

"ჩემი "ბარსელონური" კარიერა დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან ინტენსიური ორ-ნახევარი სეზონი გამოვიდა. ამ დროის განმავლობაში მქონდა როგორც სიხარულის მომენტები, რომელსაც ტიტულის მოგების დროს განვიცდიდი, ასევე რთული ეპიზოდებიც.

ყველაფერზე მეტად მინდა ხაზი გავუსვა იმ გამოცდილებასა და ეფექტს, რომლებსაც კარიერის ამ ეტაპზე ფანებისგან ვგრძნობდი. მინდა მადლობა ვუთხრა პრეზიდენტ ბართომეუსა და ხელმძღვანელობას, ვინც ამ გუნდის გაწვრთნის საშუალება მომცა და ნდობა გამომიცხადა.

ასევე მადლობას ვეტყვი იმ ადამიანებს, ვინც მხარში მედგა ამ ორ-ნახევარი სეზონის მანძილზე. განსაკუთრებით მათ, ვინც ძირითად გუნდში მუშაობენ. მათთან ძალიან სასიამოვნო წუთები გავატარე.

რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ფეხბურთელებსაც, რომელთა თავდაუზოგავმა შრომამ 5 ტიტული მოგვაგებინა. 

ამ წუთიდან გისურვებთ უდიდეს წარმატებებს როგორც მოთამაშეებს, ასევე ახალ მწვრთნელ სეტიენსაც.

ყველას გეხუტებით!

გაუმარჯოს ბარსელონას, გაუმარჯოს კატალონიას!"

1 კვირის წინ
4665 / 0
ირაკლი ხასაია
poll გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ განახლებულ Mybarca.ge-ს?

ძალიან კარგია
ნორმალურია
არ მომწონს
ძველი ვერსია ჯობდა
სულ პასუხები: 201
loss დანაკლისი
injury

ტრავმები

დემბელე, უმტიტი, ალბა

red_yellow

ყვითელი & წითელი ბარათი

არავინ