1 წლის და 12 თვის წინ
საინტერესო შეთავაზება - სად ეპატიჟებიან ტერ შტეგენს
ავტორი
Aa
მარკ-ანდრე ტერ შტეგენმა საუდის არაბეთიდან ძალიან საინტერესო შეთავაზება მიიღო, - ირწმუნება ცნობილი ჟურნალისტი, ბენაიად აშრაფი.
გასულ ზაფხულს გერმანელმა გოლკიპერმა "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2028 წლამდე გაახანგრძლივა. ეს იმას ნიშნავს, რომ მის მსურველს საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევს.
მარკ-ანდრე ხშირად ამბობს, რომ "ბარსაში" ბედნიერია, თუმცა მან უკვე გადააბიჯა 30 წელს, ფინანსურად მაცდურმა წინადადებამ კი შეიძლება საუდის არაბეთში გადაბარგებაზე სერიოზულად დააფიქროს.
ცხადია, ტერ შტეგენის წასვლა კატალონიელებს მისი შემცვლელის ყიდვის საჭიროებას გაუჩენთ, რადგან ინიაკი პენიამ დამაჯერებელი თამაშით თავი ნამდვილად ვერ დაგვამახსოვრა.
მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 მატჩში გერმანელმა 20 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 8-ჯერ შეინახა.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
3 თვის და 3 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
4 თვის და 2 კვირის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
4 თვის და 3 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
5 თვის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი