3 წლის და 2 თვის წინ
რა თანხას გამოიმუშავებს "ბარსა", თუ კოპა დელ რეის ფინალში გავა
ავტორი
Aa
Diario AS-ის ცნობით, ესპანეთის სამეფო თასის საპრიზო ფონდი 26 მილიონი ევროა. ეს თანხა მონაწილეებზე იმის მიხედვით ნაწილდება, რამდენად შორს გააღწევს გუნდი ტურნირზე.
ტურნირის თითოეულ მონაწილეს 675 ათასი ევრო გარანტირებულად ერგება. "ბარსელონა", "რეალი", "ატლეტიკი" და "ოსასუნა" ნახევარფინალში გასვლისთვის კიდევ 240 ათასს მიიღებს. მაშასადამე, ნახევარფინალისტებს უკვე 915 ათასი ევრო აქვთ მოხვეჭილი.
კოპა დელ რეის ფინალისტი 2.08 მილიონ ევროს მიიღებს. სხვა ყველაფერთან ერთად, სწორედ ეს თანხა დევს სასწორზე "ბარსასა" და "რეალის" ჯახში.
აქვე გეტყვით, რომ ფინალის გამარჯვებული ბიუჯეტს 3 მილიონ ევროს შემატებს.
"სამეფო კლუბისა" და "ბლაუგრანას" ხვალინდელი ჯახი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
Facebook კომენტარები
ჩვენ გირჩევთ
6 თვის და 1 კვირის წინ
გუარდიოლა: "იამალის მესისთან შედარება აბსურდულია"
7 თვის წინ
ლამინ იამალის გზავნილი ქომაგებს პსჟ-თან მატჩის წინ
7 თვის და 1 კვირის წინ
ცნობილია - ითამაშებს თუ არა კვარაცხელია ბარსელონას წინააღმდეგ
7 თვის და 2 კვირის წინ
ოქროს ბურთი გამარჯვებული ცნობილი გახდა! - ვინ მოიგო 2025 წლის პრიზი