9 თვის წინ
"სეზონის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება" - ჩავი "ხეტაფესთან" მატჩის მერე
"სეზონის გადარჩენა ჯერ კიდევ შეიძლება" - ჩავი "ხეტაფესთან" მატჩის მერე

ლა ლიგის 26-ე ტურში "ბარსელონამ" "ხეტაფეს" უმასპინძლა და მეტოქე გაანადგურა, ანგარიშით 4:0.

პირველ ტაიმში მადრიდელთა კარი რაფინიამ აიღო, მეორე ნახევარში კი გოლები ჟოაუ ფელიქსმა, ფრენკი დე იონგმა და ფერმინ ლოპესმა შეაგდეს.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესმა თავისი ფეხბურთელები შეაქო.

"თამაშით კმაყოფილები ვართ. ეს სრულყოფილი მატჩი იყო. დარწმუნებულები ვართ, რომ კარგად ვმუშაობთ. გვჯერა ხოლმე იმის, რასაც კონკრეტული შეხვედრისთვის ვამზადებთ.

გუნდი ინტენსიურად და სწრაფად მოქმედებდა. ფელიქსი, რაფინია და ვიტორ როკე მეტოქის დაცვის ზურგს უკან მოქმედებდნენ. სივრცეებზე შეტევა გადამწყვეტი იყო.

რაფინიას შერბენები ძალიან კარგი იყო. ჟოაუს ეს ხანდახან არ გამოსდიოდა, მაგდა მან მაინც დიდი სარგებელი მოგვიტანა.

"ჟირონასა" და "რეალს" წნეხში ვაქცევთ. ვფიქრობ, ლა ლიგის მოგების შანსი არსებობს.

სეზონის გადასარჩენად დრო ჯერ კიდევ არის. ჩემპიონთა ლიგა ღიაა, ყველაფერი 50:50-ზეა და შანსები ლა ლიგაშიც გვაქვს შერჩენილი.

კუბარსი მცველებს შორის ბურთს საუკეთესოდ ფლობს. მისი ყურება გასაოცარია და ეს იმ ფონზე, რომ მხოლოდ 17 წლისაა, " - თქვა ჩავიმ.

შეგახსენებთ, რომ "ბარსამ" ლიდერ "რეალთან" ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, თუმცა მადრიდელებს ამ ტურის მატჩი ჯერ კიდევ სათამაშო აქვთ, "სევილიას" წინააღმდეგ.




Facebook კომენტარები